დღეს, 10 ივნისს, რუსეთში ეთნიკურ ნიადაგზე მოკლულ საქართველოს მოქალაქეს თბილისში გადმოასვენებენ. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
წინასწარი ინფორმაციით, 48 წლის გელა ბლიაძეს ეთნიკურ ნიადაგზე გაუსწორდნენ. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, გელა ბლიაძე ქუჩაში გვიან ღამით, სიგარეტის საყიდლად გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველებმა მისი ნაწამები ცხედარი დილით იპოვეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
გელა ბლიაძეს ოჯახი თბილისში ჰყავს, თავად კი მოსკოვში მშენებლობაზე მუშაობდა.