„ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეა. ამიტომაც ებრძვის ასე გამეტებით მას და მის ოჯახს", - განაცხადა „სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა დღეს, ვერის პარკში, კრების თბილისელ აქტივისტებთან შეხვედრაზე.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბურჯანაძემ, ისე სხვა ლიდერებმა 26 მაისის ღამეს უდიდესი დარტყმა მიიღეს, „სახალხო კრება" გაჩერებას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს.
ამასთან, გაფრინდაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აქციის დარბევისა და მისი შედეგების თაობაზე სწორი და ამომწურავი ინფორმაციისთვის საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება, რაზეც, მისი თქმით, კრების აქტივისტებმა აქტიურად უნდა იმუშაონ.
„ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც არ იცის, რა მოხდა 26 მაისს. ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა გავავრცელოთ", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა აქტივისტებთან შეხვედრაზე.