სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სამხრეთკორეული კომპანიის "C&C Co. Ltd."-ს წარმომადგენლები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სერგეი შამბამ და კომპანიის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ანტონ პაკმა ეკონომიკის სხვა და სხვა სფეროში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს.
"პრემიერმა სამხრეთკორეელ სტუმრებს შესთავაზა მოამზადონ კონკრეტული პროექტები და ისინი აფხაზეთის მთავრობას განსახილველად წარმოუდგინონ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები