"პროკრედიტ ბანკმა" საიმიჯო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. საიმიჯო კამპანიის მიზანია "პროკრედიტ ბანკის" საბაზრო პოზიციის განმტკიცება და საზოგადოებისათვის იმის შეხსენება, რომ "პროკრედიტ ბანკი" სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია, რომელიც საქმიანობას პასუხისმგებლობით და გამჭვირვალედ ახორციელებს და ცდილობს, კლიენტებთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი პარტნიორობა დაამყაროს.
გარდა ამისა, კამპანია ე.წ. "გამჭვირვალობის" კამპანიის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც გასული წლის ბოლოს დაიწყო და საბანკო მომსახურების შესახებ მოსახლეობის ცოდნის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. კამპანიის ძირითადი გზავნილი - რომ საბანკო მომსახურება და მასთან დაკავშირებული ხარჯები კლიენტებისათვის ნათელი, გამჭვირვალე და ადვილად გასაგები უნდა იყოს და მათ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს - ასევე საიმიჯო კამპანიის ერთ-ერთი გზავნილია.
კამპანიის გაგრძელების საჭიროება გამოიწვია საბანკო სექტორის გააქტიურებამ და ბაზარზე ბანკების მიერ შეთავაზებული საბანკო პროდუქტების სიუხვემ. კლიენტისათვის, რომელსაც ასეთ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ, მაგრამ ამ მომსახურების პირობებს სათანადოდ არ უხსნიან, რთულია წინდახედული, გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რადგან მან არ იცის, რა ხარჯებთანაა ეს მომსახურება დაკავშირებული. შედეგად კი, კლიენტი არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდება. კამპანიის საშუალებით ბანკს სურს კლიენტებს შეახსენოს, რომ მათ აუცილებლად დასვან კითხვები მათთვის სასურველი საბანკო პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, რათა ნათელი გახდეს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და შეარჩიონ ის მომსახურება, რომელიც მათ მოთხოვნებს ყველაზე უკეთ დააკმაყოფილებს.
პროკრედიტ ბანკის საიმიჯო კამპანიის კიდევ ერთი მთავარი გზავნილი ისაა, რომ კლიენტთან ურთიერთობისას ბანკმა მარტივი და იოლად გასაგები ენით უნდა ისაუბროს, რათა კლიენტმა კარგად გაიაზროს, რაზე აწერს ხელს. დროთა განმავლობაში ეს კლიენტებში პასუხისმგებლობის გრძნობას განამტკიცებს და ხელს შეუწყობს სანდო და ხანგრძლივი პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
"პროკრედიტ ბანკს", როგორც განვითარებაზე ორიენტირებულ და სოციალურად პასუხისმგებელ დაწესებულებას, მტკიცედ სწამს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტება კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ზუსტ შეფასებას უნდა ეფუძნებოდეს და კრედიტმა ის ვალებით ზედმეტად არ უნდა დატვირთოს. "პროკრედიტ ბანკი" კვლავაც განაგრძობს საქმიანობის სოციალური პასუხისმგებლობით წარმართვას, კრედიტის გაცემამდე კლიენტის ფინანსური მდგომარეობის საფუძვლიან შეფასებას, დაზოგვის მნიშვნელობაში მოსახლეობის გათვითცნობიერებას და მათი ზოგადი ფინანსური განათლების გაღრმავებაზე ზრუნვას.
"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).
პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
2011 წლის აპრილის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 483 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით "პროკრედიტ ბანკი, საქართველოს" მომსახურებით 346,000-მდე კლიენტი სარგებლობს.