დღეს, 8 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 32 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.920%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 12.000%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.960%-ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 11.9% შეადგინა.
კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.