გარდაცვლილი დიზაინერის ივ სენ ლორანის პარიზში მდებარე ორსართულიანი სახლი 20 მილიონ ევროდ იყიდება.
486 კვადრატული მეტრის აპარტამენტებს საკუთარი ბაღიც გააჩნია, რომელიც თითქმის იმავე სიდიდისაა, რაც ნაგებობა.
ივ სენ ლორანის პარიზის აპარტამენტების კოლექცია ცალკე ლოტად გაიყიდა ნოემბერში კრისტის აუქციონზე. მაშინ ლორანისა და მისი პარტნიორის პიერ ბერჟეს კოლექციისთვის აუქციონის სახლმა 500 მილიონ დორაზე მეტი მიიღო.