პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ აგრესიას თუ დაიწყებს, ალიანსის ევროპული ნაწილის ავიაციას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნახევრის სწრაფად განადგურება შეეძლება.
ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკი X-ზე წერს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
"მინდა, მკაფიოდ განვმარტო, რა ვთქვი კიევში: რუსეთის მხრიდან ნატო-ს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, საჰაერო უპირატესობის წყალობით, ნატო-ს ევროპული ნაწილის ავიაციას, აშშ-ის ჩართულობის გარეშეც კი, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნახევრის განადგურება უკრაინაზე სწრაფად შეეძლებოდა. მე კვლავ ასე ვფიქრობ", - წერს სიკორსკი.
კვირას, 13 სექტემბერს, რადოსლავ სიკორსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლონეთისა და უკრაინის უსაფრთხოების საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
„უკრაინა და პოლონეთი რუსეთს ჩვენზე დომინირების საშუალებას არ მისცემენ. ეს არ მოხდება და ეს აღარ განმეორდება. ჩვენ ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ უკრაინამ თავად გადაწყვიტოს, ვის აქვს უკრაინაში ყოფნის უფლება და არა პუტინმა“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს რუსული დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები დიზელის დეფიციტს იწვევს. საპასუხოდ, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს.