აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია გამგზავრებას ვანუატუში აპირებს. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.
"ვანუატუს მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი საქართველოს რიგი ქმედებების გამო დაიჩრდილა, მაგრამ დღეისათვის კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", _ აცხადებს ღვინჯია.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ოფიციალური დელეგაცია აფხაზეთიდან ვანუატუში ჩავა, რათა ხელი მოაწერონ "დიდ შეთანხმებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ".
აღსანიშნავია, რომ თავად სეპარატისტების განცხადებით, ვანუატუში მიმავალი აფხაზური დელეგაცია მცირე ხნით ნაურუში გაჩერდება.