15 ივნისს მოსკოვსა და სოხუმს შორის რეგულარული საავტობუსო მიმოსვლა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სწორედ ამ დღეს რუსეთის დედაქალაქიდან სეპარატისტული აფხაზეთის დედაქალაქის - სოხუმის მიმართულებით პირველი ავტობუსი გავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთის ფასი -2 500 რუსული რუბლია და ისინი ავტოსადგურების სალაროებში გაიყიდება.