პარლამენტის დეპუტატი გია თორთლაძე პაკისტანის უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრას ომში დაღუპულ მებრძოლებს ხსოვნას მიუძღვნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს გია თორთლაძემ განუცხადა და აქვე დასძინა, რომ ექსპედიცია ნანგა-პარბატზე (სიმაღლე 8126 მ.) შედგება, ასევე დაგეგმილი აქვს ასვლას ან K-2-ზე ან ბროუდ-პიკის მწვერვალებზე.
"ეს ექსპედიციაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციას და ომში დაღუპულ მებრძოლებს ეძღვნება", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისვე თქმით, ექსპედიციის ფარგლებში ისდლამაბადის, ბუშანის, სკარდუს და პაკისტანის სხვა ქალაქების ქუჩებში სტიკერებსაც გაკვრება წარწერით - ~საქართველო ოკუპაციის გარეშე~.
გია თორთლაძე პაკისტანში 10 ივნისს გაემგზავრება და საქართველოში 1-ელ აგვისტოსთვის დაბრუნება.