სეპარატისტულ აფხაზეთში რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 26 აგვისტოს დანიშვნის შესახებ",_ იუწყება რუსული მედია.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტებმა ეს თარიღი შემთხვევით როდი აირჩიეს. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ თავის მიერ ოკუპირებული საქართველოს ამ რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მის მოვალეობას ამჟამად სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს.