სეპარატისტულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებზე" ამომრჩევლთა გამოცხადებამ 73,4% შეადგინა. ამის შესახებ დე-ფაქტო ცეესკო-ს თავმჯომარემ ბათალ ტაბაღუამ განაცხადა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 59,4% პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა.
ტაბაღუამ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა. სეპარატისტების კანონმდებლობის მიხედვით კი, არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 50 % +1 მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 12 დეკემბერს გაიმართა. საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. აფხაზური ე. წ. კანონმდებლობის თანახმად, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს დააგროვებს.
სეპარატისტების ე. წ. ცესკოს მიერ შედგენილ სიაში 131 000 ამომრჩეველი იყო. სულ აფხაზეთში 35 საარჩევნო ოლქი და 174 უბანი მომქდებდა. საარჩევნო უბნები ასევე გახსნილი იყო მოსკოვსა და ჩერკესკში. ე. წ. აფხაზური ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, არჩევნებს მხოლოდ რუსეთიდან 80 დამკვირვებელი ესწრებოდა. მისი თქმით, დამკვირვებლები ასევე იყვნენ დსთ-ის ქვეყნებიდან, ევროპასა და აშშ-დან.