8 ივნისს, 13:00 საათზე, ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს კონტროლის პალატის ახალ რეგიონალურ ოფისში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კონტროლის პალატის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე კონტროლის პალატა თავისი საქმიანობის 2010 წლის ანგარიშს წარადგენს. ანგარიშთან ერთად პალატის წარმომადგენლები გამართავენ პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სამომავლოდ განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები, პალატაში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები, ეფექტიანობის აუდიტი და ხარისხის კონტროლი.
ანგარიშში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად საუბარი იქნება სამომავლოდ განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების, მიმდინარე რეფორმების, ეფექტიანობის აუდიტისა და ხარისხის კონტროლის შესახებ.
სხდომას დაესწრებიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, დროებითი კომისიის თავმჯდომარე ბეჟან ბუცხრიკიძე და პარლამენტის სხვა წევრები.
პარლამენტის წევრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს კონტროლის პალატის ახალ ოფისი, რომელიც იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.