იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, იტალიის სუპერთასის გათამაშება ჩინეთის დედალაქ პეკინში ჩატარდება. მატჩი პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე 6 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს სერია ა -ს ჩემპიონი "მილანი" და თასის მფლობელი "ინტერი" დაუპირისპირდებიან.
იტალიის სუპერთასის გათამაშება ქვეყნის საზღვრებს გარეთ აქამდეც ჩატარებულა. კერძოდ კი, 1993 წელს ვაშინგტონში, 2002 წელს ტრიპოლიში და 2003-ში ნიუ-იორკში.