აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის (Azta) განცხადებით, ადგილობრივმა ტურისტულმა ობიექტებმა ფასდაკლებები დაიწყეს.
Azta-ს ხელმძღვანელის, ნაჰიდ ბაგიროვის განმარტებით, რამდენიმე ხნის წინ ასოციაციამ სასტუმროების ხელმძღვანელობას მისცა რეკომენდაცია, ტარიფები დაეწიათ, რაც ტურისტების ზრდის საწინდარი გახდებოდა. Azta-ს რეკომენდაციების გათვალისწინება სასტუმროების ნაწილმა უკვე დაიწყო.
"აზერბაიჯანის სასტუმროების უმეტესობამ ფასდაკლებები უკვე დაიწყო. საშუალოდ ფასდაკლებები 20 %-ს შეადგენს, თუმცა ტურისტულ ჯგუფებზე 30 %-ია,"- განაცხადა ბაგიროვმა.