აჭარაში ტურისტული სეზონისთვის მზადება 10 ივნისამდე უნდა დასრულდეს. ანგარიში განხორციელებული სამუშაოს შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მთავრობის სხდომაზე სხვადსხვა უწყების ხელმძღვანელისგან მოითხოვა.
აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შენიშვნებიც გაჟღერდა. ლევან ვარშალომიძემ მთავრობის წევრებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა რეგიონი მზად იყოს ტურისტების დასახვედრად. ამიტომაც მათ კონკრეტული პროექტების წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მომზადება მოსთხოვა. ვარშალომიძის განცახდებით, ტურისტული სეზონის წარმატებით ჩატარების უზრუნველსაყოფად პროცესში ყველა უწყება აქტიურად უნდა ჩაერთოს.