რუსეთის ხელისუფლებას კავკასიელების მიმართ ზოოლოგიური ქსენოფობიები აქვს, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას აღნიშნა.
"რაც რუსეთში ხედება ეს არის აგრესიული, ზოოლოგიური ქსენოფობია ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით კი კავკასიელების მიმართ. ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს აქვს თავისი საფუძველი და პირველ რიგში კი ეს უკავშირდება რუსეთის ხელისუფლების ნაციონალურ პოლიტიკას, რომელიც არ ითვალისწინებს ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს", - აღნიშნა წიკლაურმა
მისივე შეფასებით, ქსენოფობიური გამოვლინებების ნათელი მაგალითია მოსკოვის და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში კავკასიელების მასშტაბური დარბევები.
"ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვს ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, დაღესტანში, ვგულისხმობ ოპერაციებს და გამუდმებულ შეტაკებებს დიდი ანტაგონიზმს იწვეს ფედერაციის ცენტრსა და ამ რეგიონებს შორის. საქართველოს დადანაშაულება კი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მათ სურთ სხვას გადააბრალო ის ტკივილები და მიზეზები, რატომაც არის ასეთი მძაფრი დაპირისპირება ეთნიკურ უმცირესობებსა და იმ სახელმწიფო პოლიტიკას შორის რომელიც დღეს რუსეთშია", - აღნიშნავს კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე.
ამასთან, წიკლაურის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ კავკასიის რეგიონში შექმნილი პრობლემების გადმობრალების მცდელობა საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე იმიჯის შელახვის მცდელობა, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ჩრდილოკავკასიაში პროცესებს საქართველოდან არავინ არ მართავს.