ქართული მხარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერაქტების საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა.
„პირველი საკითხი, რასაც დღევანდელ მოლაპარაკებებზე დავაყენებთ არის ის, რომ მოვითხოვთ, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მომზადება და დაგეგმვა, რადგან შეუძლებელია ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხზე დიალოგი მიმდინარეობდეს მაშინ, როცა ერთ-ერთი მეორის მიწაძე ამზადებს და გეგმავს აფეთქებებს", - განმარტა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი, მე-16 რაუნდი დღეს გაიმართება.