ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, ქვეყანაში როგორი საარჩევნო გარემო უნდა იყოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის "რესპუბლიკელმა" წევრმა დევიდ დრაიერმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ როგორი საარჩევნო გარემო უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა დრაიერმა.
ამერიკელი კონგრესმენის თქმით, მათ მხოლოდ შეუძლიათ მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისეთი პირობები შექმნან, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავისუფლებას, დემოკრატიას და დამოუკიდებლობას.