ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქი გახდა. ოსლომ საქონლის ღირებულებების და მოსმსახურეობის მიხედვით ლონდონს, ნიუ-იორკს და ტოკიოს გადაუსწრო.
USB ბანკის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ოსლო მსოფლიოს 73 მეგაპოლისს შორის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი აღმოჩნდა, მეორე ადგილზეა ციურიხი, ხოლო მესამეზე ჟენევა.
კვლევა დაეყრდნო ფასების შედარებას, შრომის ანაზღაურებას, მსყიდველობითუნარიანობას 2009 წლის მარტიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით.
ათეულში შევიდნენ, ტოკიო, კოპერჰაგენი, ნიუ-იორკი, სტოკჰოლმი, ტორონტო მონრიალი და ლონდონი. ყველაზე იაფი ცხოვრება ევროპაში ბუქარესტშია.
ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით მას მხოლოდ აზიის ორმა ქალაქმა, მანილამ და მუმბაიმ გადასწრო.