რუსმა ოკუპანტებმა ოჩამჩირის მკვიდრი დააკავეს. გატაცება წუხელ მოხდა. ირაკლი კალანდიას აგრესორები ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, კალანდიას აფხაზური პასპორტი და სპეციალური საშვი არ აღმოაჩნდა.
მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ოკუპანტები 5 ათას დოლარს ითხოვენ. დაკავებული ამჟამად აგრესორების შტაბში იმყოფება.