სეპარატისტულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდობა მასობრივად ისლამის მიღებას იწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სოჭში არსებულმა წყარომ მიაწოდა.
წყაროს ინფორმაციით, აფხაზეთში მაცხოვრებელ ახალგაზრდობაზე დიდ გავლენას ახდენენ თურქეთიდან "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნებული ე.წ. მოჰაჯირების შთამომავლები, რომლებიც "თვალს უხელენ" აფხაზებს.
"აფხაზი ახალგაზრდობა მასობრივად ისლამში მიდის - მათზე გავლენას ახდენენ თურქეთიდან დაბრუნებული აფხაზები, რომლებიც მეფის რუსეთმა გადაასახლა იქ. ისინი ზუსტად ისევე ვერ იტანენ ქართველებს, როგორც რუსებს", _ ამბობს სააგენტოს წყარო და აღნიშნავს, რომ თურქეთიდან დაბრუნებული აფხაზები თანამოძმეებს "თვალს უხელენ" იმაზე თუ რა სურთ რეალურად მათგან რუსეთს.
"ახალგაზრდობაც რა თქმა უნდა "დამოუკიდებელი აფხაზეთის" იდეით იკვებება და მათთვის თანდათან რუსებიც ისეთივე მიუღებლები ხდებიან, როგორც ქართველები", _ აცხადებს წყარო და აღნიშნავს, რომ მართალია სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედებს "სახელმწიფოებრივ რანგში" აყვანილი პროგრამა მოჰაჯირების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესახებ, მაგრამ რეალურად მის განსახორციელებლად არაფერი კეთდება და "არც გაკეთდება, ვინაიდან ამ პროგრამის განხორციელების მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია და იგი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს თურქ ეთიდან აფხაზეთში მოჰაჯირების მუსულმანი შთამომავლების მასობრივ დაბრუნებას.
სააგენტოს წყარო ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთში ნარკომანიის გავრცელებას ახალგაზრდება შორის რუსები უწყობენ ხელს.
"ახლობელმა, აფხაზმა ყოფილმა ნარკომანმა მომითხრო, რომ აფხაზ ახალგაზრდობას შორის ნარკოტიკების გავრცელებას თავად რუსები უწყობენ ხელს, იმისათვის რათა მოსახლეობა დროთა განმავლობაში თავად შემცირდეს და აღარ გამრავლდეს. აფხაზეთში ასევე ძალიან ბევრი ადამიანი შიდსითაა ინფიცირებული, თუმცა ოფიციალურად ეს მონაცემები რა თქმა უნდა არ ხმაურდება. აფხაზეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია", _ აცხადებს სააგენტოს წყარო.