ბათუმში დაგეგმილ ფესტივალ "Golden Talent"-ს რუსი მომღერალი ვიქტორია ჩერენცოვა გამოეთიშა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალი ორგანიზატორებმა განუცხადეს.
ფესტივალი "Golden Talenti" რომელიც წელს პირველად ჩატარდება ქალაქ ბათუმში, 25 კონკურსანტს აერთიანებს. ფესტივალზე ჩამოსასვლელად ემზადებიან მომღერლები იტალიიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან ლატვიიდან, ლიტვიდან და ა.შ.
ფესტივალი ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას გეგმავდა კონკურსანტი რუსეთიდან.
" 6 მაისს ფესტივალ "Golden Talent"-ის პროდიუსერის ეკატერინე ჩიტაშვილის სახელზე მოვიდა ჩერენცოვას პროდიუსერის ლუდოვიკ გეგელსკის წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ის დაიბარეს "ოსტანკინოში", სადაც შეხვდა ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას, რომელმაც უთხრა რომ ჩერენცოვას უნდა დაეტოვებინა კონკურსი "Golden talenti",მიზეზად კი თბილისში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები დასახელდა. "Golden talent"-ისპროდიუსერთან პირადი საუბრისას ჩერენცოვას პროდიუსერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მოსკოვის დუმაშიც განიხილეს, სადაც მომღერლისთვის უარყოფითად გადაწყდა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატორებმა.
მათივე ინფორმაციით, ვიქტორია ჩერნიცოვას და მის პროდიუსერს ლუდოვიკ გეგელსკის გული წყდებათ რომ ეთიშებიან ფესტივალს Golden talent", რადგან ისინი არა მხოლოდ მონაწილეობას, არამედ გამარჯვებასაც გეგმავდნენ.
"მათ კარგად იციან, რომ თუ არ გაითვალისწინებენ "რეკომენდაციას" და მაინც მიიღებენ ბათუმის ფესტივალში მონაწილეობას, ამით მომღერლის კარიერას წერტილს დაუსვამენ. ფესტივალი " Golden talent "-ის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უარი განაცხადონ ვიქტორია ჩერენცოვას სხა რუსი კონკურსანტით ჩანაცვლებაზე და უარი უთხრან რუსეთს ფესტივალ "Golden talent"-ში მონაწილეობაზე", - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.