დღეს, 6 ივნისს, 20:00 საათზე, `შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის~, მცირე სცენაზე გაიმართება გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ახალგაზრდა შემოქმედის, ნინო ხარატიშვილის ლიტერატურულ საღამო.
მუსიკალურ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ია ჩანტლაძის ახალი მუსიკალური პროექტი `აი ია~. ჭარმოდგენილი იქნება რომა რცხილაძის რამდენიმე თემა, ასევე, ქართული და უცხოური მუსიკალური თემები ახალი ინტერპრეტაციით.
საღამოს გაუძღვება ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელი პროფ. მანანა თანდაშვილი. ღონისძიების დასასრულს ნინო ხარატიშვილს გადაეცემა ინტეგრაციის პრიზი „ევტერპე" (საქართველოს ევროპასთან კულტურული ინტეგრაციის პრიზი, რომელიც 2008 წელს დაარსდა ფრანკფურტის „ქართული კულტურის ფორუმის" მიერ).
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია და "ქართული კულტურის ფორუმი" (გერმანია).
ნინო ხარატიშვილის პიესები და ინსცენირებები:2006-„ძ", ჰამბურგი, თეატრი თალია.2007-„ჩემი და შენი გული-მედეა". ჰამბურგი, თეატრი კამპნაგელი. 2007-„Lე Pეტიტ Mაიტრე" კასელის სახელმწიფო თეატრი. 2007-„აგონია". ჰამბურგი. თეატრი ლიხტჰოფი. 2008-„დაღლილი ადამიანები ერთ სივრცეში". ჰამბურგი ლიხტჰოფი. 2009-„ლივ შტაინი". ჰაიდელბერგის თეატრი. 2009-„ალჟირი". ჰამბურგი. თეატრი ლიხტჰოფი. 2009-„ჯორჯია". ავტორთა ფესტივალი. ვენა. 2010-„რისხვა". გიოტინგენი. გერმანული თეატრი. 2010-„ღადიო Uნივერსე". ჰამბურგი. თეატრი კამპნაგელი. 2010-„ჩემი უსაშინლესი ბედნიერების წელიწადი". ჰამბურგი. თეატრი ლიხტჰოფი.
პრემიები: 2010 - ადალბერტ ფონ ჩამისოს პრემიის ლაურეატი. 2008 - ჰაიდელბერგის „პიესების მარკეტი". საუკეთესო პიესისათვის. 2008 - როლფ მარესის პრემია საუკეთესო დადგმისთვის. გავლენიანი გამოცემები, რომლებიც ნინო ხარატიშვილზე წერენ: „შპიგელი", „ზიუდ დოიჩე", „ფრანკფურტერ რუნდშაუ", „აბენდ ბლათი".