საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებამდე რუსული აგრესია არ შემცირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ გია თორთლაძემ განუცხადა.
"შეხვედრაზე ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და ავღნიშნე, რომ სანამ საქართველო ევროკავშირის ან ნატოს წევრი არ გახდება და ევროსტრუქტურებში არ დაიწყებს ეტაპობრივად გაწევრიანებას, მანამდე რუსეთი მუდმივად ასეთი აგრესიული იქნება", - აღნიშნა თორთლაძემ.
დეპუტატის თქმით, კონგრესმენებთან შეხვედრაზე მან ბალტისპირეთის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მათ მიმართ რუსეთი ასეთივე აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა.
"მას შემდეგ რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროსტრუქტურებში გაერთიანდა ეს აგრესიაც განეიტრალდა", - აღნიშნა თორთლაძემ.