რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მაპროფილებელი სამინისტროების ხელმძღვანელებს დაავალა "გაიაზრონ მისი წინადადება" და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შემაერთებელი როკის გვირაბის რეკონსტრუქცია ერთი წლით დააჩქარონ.
ოსური მედიის ინფორმაციით, ამჟამად იქ რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით გვირაბის რეკონსტრუქცია 2016 წელს უნდა დასრულდეს.
სარეკონსტრუქცოი სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა ვლადიმერ პუტინს ვიდეოხიდის მიმდინარეობის დროს აუწყეს, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ოქტომბერში ანუ ვადაზე შვიდი-რვა თვით ადრე დასრულდება და გამოვიდნენ ინიციატივით რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი მიმდინარე წელსვე დაეწყოთ.
პუტინმა აღნიშული წინადადება მისაღებად ჩათვალა და შესაბამის სამინისტროებს მისი განხილვა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ როკის გვირაბს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმით თუ რას ნიშნავს ეს გვირაბი რუსეთის ჩრდილო კავკასიისათვის და სამხრეთ ოსეთისათვის. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი არტერიაა. ჩვენი ამოცანაა ყველა აუცილებელი სამუშაოს შესასრულებლად დაფინანსება ვუზრუნველვყოთ, თქვენი კი სამუშაოები ხარისხიანად შეასრულოთ", _ განუცხადა პუტინმა მუშებს.