შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7 ივნისს გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა.
ქართული მხარე შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს დააყენებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას, დევნილთა დაბრუნებასა და კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია ტრადიციულად უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.