თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შუეფარდა .
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ჩხარტიშვილის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, მას ბრალი წაუყენეს 166-ე მუხლით წვრილმანი ხულიგნობა და 173-ე მუხლით სამართალდამცავი ორგანის წარმომადგენლის მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმაორჩილებლობა.
ბექაურის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნება უახლოესი 48 საათის განმავლობაში.
მისივე ინფორმაციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა რეალური მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიციამ ირინა ბათიაშვილი, მაია ბათიაშვილი, "ეროვნული საბჭოს" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და თეონა ქარდავა დააკავა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას ცდილობდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის შვილს, მეუღლეს და "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრს თეონა ქარდავას 400-400 ლარიანი ჯარიმები დააკისრა.
საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინცინდეტის გამო თავად ირაკლი ბათიაშვილს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ასევე შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის პროცესზე დასასწრებად მისული ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს.
ბათიაშვილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი სასამართლო დარბაზში მისი მეუღლისა და შვილის პროსესზე დასასწრებად შესვლას შეეცადა.
მანდატურებმა ბათიაშვილი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს, რასაც ბათიაშვილსა და მანდატურებს შორის ინცინდენტი მოჰყვა.