ქუთაისში 11 ივნისს ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი გაიმართება. "KUTAISI OPEN AIR"-ის მთავარ მიზანს ქვეყნის მეორე დედაქალაქში ელექტრონული მუსიკის და კლუბური ცხოვრების პოპულარიზაცია წარმოადგენს. 2 ადგილობრივი და 4 თბილისელი DJ ქუთაისელი მსმენელისთვის განახლებულ მეფეთუბანში დაახლოებით 7 საათის განმავლობაში დაუკრავს.
"KUTAISI OPEN AIR"-ის ორგანიზატორები ქლაქში ცნობილი DJ-ები: ლევან მურღულია და ზაზა ფანჩულიძე არიან. მათთან ერთად საკუთარ მუსიკას ფესტივალის სტუმრები DJ COBRT, DJ BACHO, DJ TOMA და 2011 წლის საუკეთესო DJ-ით აღიარებული გიორგი შენგელია დაუკრავენ.
"KUTAISI OPEN AIR" ქუთაისის მერიის კულტურის, სპოტრის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება. ფესტივალის ბიუჯეტი 10 ათას ლარს შეადგენს. "KUTAISI OPEN AIR"-ის საინფორმციო მხარდაჭერას რადიო "ძველი ქალაქი" უზრუნველყოფს.
ელექტრონული მუსიკის ფსტივალი სისტემატიურ ხასიათას მიიღებს. ქუთაისს, სავარაუდოდ, ევროპასა და აშშ-ში ცნობილი DJ-ეები ესტუმრებიან.