9 ივნისს, გიორგი ჩიტაურისა და ფოლკლორულ ანსამბლ "ჩელას" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
როგორც ‘'ჯი-ეიჩ-ენს'' კონცერტის ორგანიზატორებმა აცნობეს, საქველმოქმედო კონცერტი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოს მეუფე თადეოზის ლოცვა-კურთხევით იმართერთება და შემოსული თანხა მთალიანად მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ფუძნარის ეკლესიის აღდგენას მოხმარდება.
საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი კომპანია ‘'თებულოტურია".
გიორგი ჩიტაურისა და ფოლკლორულ ანსამბლ "ჩელას" კონცერტი ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში 9 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება.