დღეს, 5 ივნისს, საქართველოს კინოთეატრებში "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა გაიმართება. საპრემიერო ჩვენება, რომელსაც ფილმის ავტორები, მთავარი როლების შემსრულებლები და საგანგებოდ თბილისში ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან 18:00 საათზე კინოთეატრ „რუსთაველში" შედგება.
პრემიერას დაესწრებიან რენე ჰარლენი, ენდი გარსია და სხვა მსახიობები. ასევე მსოფლიო პრემიერაზე დასაწრებად თბილისსი იმყოფება ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი.
შეგახსენებთ, რომ ფილმის ჩვენება თბილისს გარდა ასევე გაიმართბა რუსთავში, ქუთაისში საჩხერეში ზუგდიდსა და გორში.
"აგვისტოს 5 დღის" პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე გაიმართა. საფრანგეთში ფილმის ჩვენებას მთელი მსოფლიოდან ჩასული კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრენ.
"ეს ისტორია ღირდა მსოფლიოსათვის მოსაყოლად", - ასე წარადგინა სურათი თავად რეჟისორმა რენე ჰარლინმა. ჩვენების შემდეგ მიღება გაიმართა, რომელსაც 600-მდე სტუმარი დაესწრო.
ღონისძიებაზე რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტომასალაც იყო გამოფენილი.
ფილმი, რომელიც საქართველოში რუსულ აგრესიას ასახავს 50 ქვეყანაში გაიყიდება.