ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი უკვე თბილისშია. ჰოლივუდის ვარსკვლავის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოუნს აეროპორტში კომენტარი არ გაუკეთებია. იგი სასტუმრო "რადისონში" გაემგზავრა, სადაც ორი დღე დარჩება.
შერონ სტოუნი რენე ჰარლენის ფილმის "აგვისტოს 5 დღის" პირველ საპრემიერო ჩვენებას დაესწრება.
სტოუნთან ერთად საქართველოს ფილმის მთავარი მოქმედი გმირი, პრეზიდენტ სააკაშვილის როლის შემსრულებელი ენდი დარსიაც ეწვევა. ოქროს გლობუსის ლაურეატები და ოსკარის არაერთგზის ნომინანტები: შერონ სტოუნი და ენდი გარსია სასტუმრო "რადისონში" იცხოვრებენ. მსახიობებისთვის ნორმები უკვე შერჩეულია.
"აგვისტოს 5 დღის" პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე გაიმართა. საფრანგეთში ფილმის ჩვენებას მთელი მსოფლიოდან ჩასული კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრენ.
"ეს ისტორია ღირდა მსოფლიოსათვის მოსაყოლად", - ასე წარადგინა სურათი თავად რეჟისორმა რენე ჰარლინმა. ჩვენების შემდეგ მიღება გაიმართა, რომელსაც 600-მდე სტუმარი დაესწრო.
ღონისძიებაზე რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტომასალაც იყო გამოფენილი. ფილმი რომელიც საქართველოში რუსულ აგრესიას ასახავს 50 ქვეყანაში გაიყიდება.
საპრემიერო ჩვენება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც გაიმართება. თბილისში მას 5 ივნისს კინოთეატრ "რუსთაველში" უჩვენებენ.