ცხინვალში მომხდარი აფეთქების მიზეზი "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარასთან მოუფრთხილებელი მოქცევა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი ვლადიმერ ხაჩიროვი გონზე მოუსვლელად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი დაჭრილი კი კონსტანტინე კოჩიევი და ინალ ბესტაევი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ცხინვალში მდებარე ავტოსამრეცხაოს შენობაში გუშინ საღამოს მოხდა.