იტალიური კინოფორუმის მნიშვნელობით მეორე - რომის კინოფესტივალის 2011 წლის ჟიურის ცნობილი კომპოზიტორი ენიო მორიკონე უხელმძღვანელებს.
მაესტრო თავად რომიდანაა და მისი თანამშრომლობა ნაციონალურ კინოინდუსტრიასთან არაერთხელ აღინიშნა ყველაზე პრესტიჟული ჯილდოებით. მაგრამ კომპოზიტორს დიდი პოპულარობა ჰოლივუდში მუშაობამ მოუტანა.
მან დაწერა მუსიკა ისეთი ცნობილი კინოფილმებისათვის როგორიცაა "ერთხელ ამერიკაში", "რაღაც","რამდენიმე დოლარით მეტი" და სხვ.
რომის კინოფესტივალი 2011 წლის 27 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაიმართება.