ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის მე-17 წუთზე დავით სირაძის გადაცემის შემდეგ ბურთი ხორვატიის ნაკრების კარში ჯაბა კანკავამ გაიტანა. მეორე ტაიმის 76-ე წუთზე მანჯიკიჩმა, ხოლო 78-ე წუთზე კალინიჩმა ხორვატიის ნაკრები დააწინაურეს.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
მეკარე: ლორია
მცველები: სალუქვაძე, გრიგალავა, კალაძე, ხუბუტია.
ნახევარმცველები: ხიზანიშვილი, კაშია, იაშვილი (დაუშვილი 62), კანკავა, კვირკველია.
თავდასხმელი: სირაძე (დვალიშვილი 56).
ხორვატიის მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა კი მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გაიყვანა:
ხორვატია:
მეკარე: რუნიე
მცველები: პრანიჩი, სიმუნიჩი, ჩორლუკა, სრნა
ნახევარმცველები: პერიშიჩი, მოდრიჩი, ვუკოიევიჩი, მანძუკიჩი
თავდასხმელები: იელავიჩი (კალინიჩი 47), ედუარდო
მატჩი ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართა.