პირველი ტაიმის შემდეგ ხორვატიასა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის ანგარიშია 0:1. მატჩის მე-17 წუთზე დავით სირაძის გადაცემის შემდეგ ბურთი ხორვატიის ნაკრების კარში ჯაბა კანკავამ გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით თამაშობს:
მეკარე: ლორია
მცველები: სალუქვაძე, გრიგალავა, კალაძე, ხუბუტია.
ნახევარმცველები: ხიზანიშვილი, კაშია, იაშვილი, კანკავა, კვირკველია.
თავდასხმელი: სირაძე.
ხორვატიის მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა კი მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გაიყვანა:
ხორვატია:
მეკარე: რუნიე
მცველები: პრანიჩი, სიმუნიჩი, ჩორლუკა, სრნა
ნახევარმცველები: პერიშიჩი, მოდრიჩი, ვუკოიევიჩი, მანძუკიჩი
თავდასხმელები: იელავიჩი, ედუარდო
მატჩი ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფს საბერძნეთი ლიდერობს 11 ქულით, ხორვატია 10 ქულით მეორე ადგილზეა, საქართველო კი 9 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ შეხვედრაში, საქართველომ ხორვატია ლევან კობიაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა.