დღეს საღამოს ცხინვალში აფეთქება მოხდა, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა.
გარდაცვლილია ვლადიმერ ხაჩიროვი. ალბერტ ბესტაევი და კონსტანტინე ჩოჩიევი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ექიმები ორივე დაჭრილის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ. მიმდინარეობს გამოძიება და თვითმხილველთა დაკითხვა.