ტირძნისიდან გატაცებული ორი მოზარდის გათავისუფლების საკითხი ორშაბათამდე გადაიდო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გია თორთლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების მიერ დათქმული ათდღიანი ვადა დღეს ამოიწურა.
ცხინვალში ათი დღის წინ მყოფ ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, თომას ჰამარბერგს ოკუპანტებმა განუცხადეს, რომ ბავშვებს ისინი 10 დღეში გაათავისუფლებდნენ.