ნაურუ ე.წ. სამხრეთY ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს. აღნიშნული რესპულიკა ნაურუ ჯუჯა სახელმწიფოა, რომელი წყნარი ოკეანის დასაველეთ ნაწილში არსებულ ასევე ჯუჯა კუნძულზე მდებარეობს. ნაურუს რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა 14 000 ადამიანს შეადგენს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რესპუბლიკა ნაურუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითს პარლამენტის ზამთრის სესიაზე განიხილავს. ეს განცხადება ცხინვალში მყოფმა ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსების მინისტრმა კირენ კეკემ გააკეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან სტანისლავ კოჩიევთან შერვედრისას.
კეკეს განცხადებით, ერთადერთი დახმარება რაც ნაურუს შეუძლია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესთავაზოს, ეს მისი დამოუკიდებლობის აღიარებაა. ამასთან ერთად კეკემ განაცხადა ისიც, რომ ნაურუ წყნარი ოკეანის სხვა სახელმწიფოებსაც შესთაბაზებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
ნაურუს რესპუბლიკის დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთს დღეს ესტუმრა.