რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის არანაირ ფორმას არ ერიდება და ეს მათი საგარეო პოლიტიკის ხედვიდან მომდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპასთან ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.
"საბედნიეროდ, სამართალდამცველი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე არიან იმ თვალსაზრისით, რომ აღკვეთონ პროვოკაციები, მათ შორის ტერორისტული აქტები", - აღნიშნავს დარჩიაშვილი.
დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია საზოგადოების გაცნობიერება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება სამუდამოდ შეიცვალოს.