ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია 26 მაისის აქციის შედეგ დაკარგულების ოჯახის წევრებს მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართონ.
"დაკარგული პირების ოჯახის წევრმა უნდა მიმართონ შსს-ს რათა მოხდეს ძებნა ამ ადამიანების, ისე შეუძლებელია ინდივიდუალურად ვინმემ მოძებნოს", - აღნიშნა თორდიამ.
მისივე თქმით, ხშირად უპასუხისმგებლო განცხადებები დაკარგული პირების შესახებ და მაგალითად ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი მიტანა.
"თავიდან იძახდნენ, რომ ბათიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჰყავდათ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მეგობრის სახლში იყო. ამიტომ ხალხი არ უნდა შევაშინოთ და საკითხს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ამისთვის კი შესაბამის პროცედურების გავლაა საჭირო, კერძოდ შსს-ში დაკარგული პირის შესახებ განცხადების შეტანა უნდა მოხდეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში შსს ყველაზე კომპეტენტური ორგანოა, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და მიაკვლიოს ამ ადამიანებს.