გერმანია Nabucco-ს პროექტით ინტერესდება. გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანა 2022 წელს ატომური ელეტროსადგურებს დახურავს. იმავდროულად ქვეყანის ინტერესი Nabucco-ს მიმართ იზრდება, ამის შესახებ თურქული გაზეთი  Hurriyet წერს. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy, რომელიც წერს, რომ გერმანიის მხრიდან ატომური ელეტროსადგურების დახურვის შემდეგ Nabucco-ს პროექტი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. 
"ამ გაზს წლიდან წლამდე მოიხმარს გერმანია და ქვეყანა  ატომური ელეტროსადგურებს აღარ აამუშავებს", -  წერს გამოცემა. 
იმავდროულად. ევროკავშირის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერი მიიჩნევს, რომ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში Nabucco-ს პროექტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება. 
შეგახსენებთ, რომ Nabucco-ს კონსროციუმიში გაერთიანებულნი არიან თურქული კომპანია Botas, Bulgarian Energy Holding, უნგრული MOL PLC, ავსტრიული OMV Gas&Power, GmbH გერმანული RWE და რუმინული Transgaz.
პროექტის ყოველ მონაწილეს პროექტში 16,67 %-იანი წილი აქვს. TumcaRa International Petroleum Investment Company (IPIC) უკვე ფლობს აქციათა 20 %-ს ავსტრიულ OMV Gas&Power GmbH -ში.
Nabucco-ს პროექტი ითვალისწინებს კასპიური გაზის ევროპაში მოხვედრასც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერულის გაზსადენის გაგრძელება გახდება და ყოველწლიურად 20-30 მლრდ კუბური მეტრის გაზის გატარებას უზრუნველყოფს.