რუსთავი "მერების შეთანხმებას" შეუერთდა. "მერების შეთანხმების" ხელმოწერის ცერემონიალი, რუსთავში დრეს გაიმართა.
რუსთავი მოცემული ხელშეკრულების გაფორმებით აიღებს ვალდებულებას 20%-ით შეამციროს 2020 წლისათვის წარმოების შედეგად მიღებული მავნე ნივთიერებათა (CO2) რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ შეთანხმებას 2010 წლის აპრილში მიუერთა ქ. თბილისი. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული პროექტის ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენს ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროცესებში.
ცერემონიალს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოაგილე ნათია მიქელაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმოამდგენელი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი მიჰალ ნეკვასილი, თბილისის მერიის წარმომადგენელი ზვიად არჩვაძე და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგენიძე დაესწრნენ.