დღეს, 3 ივნისს, სოჭსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის საზღვაო სამოქალაქო მიმოსვლა დაიწყება. რეისი "სოჭი-გაგრა" დღეს 1-ელ ივნისს უნდა გახსნილიყო, თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის გარდაცვალების გამო, აღნიშნული რეისის გახსნა 3 ივნისისათვის გადაიდო.
"მეზობელ რესპუბლიკაში არსებული გლოვის გამო, პირველი რეისის მგზავრებს საზეიმო ვითარებაში ვერ დახვდებოდნენ, ამიტომაც გადაწყდა, რეისის გახსნის ცერემონალი გადადებულიყო", _ იუწყება რუსული მედია.