6-15 ივნისს გაიმართება V საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი "სიზმრები საქართველოზე".
წელს პოეტურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70-ზე მეტი პოეტი, მთარგმნელი, საერთაშორისო პოეტური ფესტივალების ორგანიზატორი, რედაქტორი, გამომცემელი და ჟურნალისტი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრია, უნგრეთი, ისრაელი, ფინეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, დანია, იტალია, ლიტვა, რუსეთი, უკრაინა, შვედეთი). საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობენ წამღვანი ქართველი პოეტები და მთარგმნელები.
საფესტივალო ღონისძიებები დაიწყება 6 ივნისს ბათუმში, შემდეგ კი გადაინაცვლებს ფოთში, წყალტუბოში, რუსთავში. ფესტივალი დასრულდება თბილისში 15 ივნისს. ფესტივალის პროგრამაში შედის პრეზენტაციები, დისკუსიები, მასტერკლასები, შემოქმედებითი შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, ექსკურსიები, მრგვალი მაგიდები და ბევრი სხვა.
მისალმება ფესტივალის მისამართით გამოაგზავნეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II -მ და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" და რუსულენოვან მწერალთა საერთაშორისო ფედერაცია.
პოეტური ფესტივალის "სიზმრები საქართველოზე" ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამედროვე ლიტერატურული ურთიერთობების მხარდაჭერა, თარგმანის მაღალი სტანდარტების აღდგენა, ერთობლივი ლიტერატურული პროექტებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმების შემუშავება. ფესტივალის ჩატარება ხელს შეუწყობს არა მარტო საქათველოს პოზიტიურ იმიჯს, როგორც ქვეყნისა ძველი კულტურითა და ლიტერატურული ტრადიციებით, არამედ ქართველი ლიტერატორების უცხოელ კოლეგებთან უფრო მჭიდრო შემოქმქდებითი კონტაქტების დამყარებას.