რუსული მედიის ინფორმაციით რომელიც დღეს სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნების პროცესს აშუქებს, აფხაზეთში მყოფმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ორი საარჩევნო უბნის მონახულების შემდეგ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.
"ჯერ ჯერობით ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ, ყველაფერი ძაქლიან კარგად მიდის მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ",_ აცხადებს დამკვირვებელი აშშ-დან, ადვოკატების ნაციონალური გილდიის წარმომადგენელი მაკლენ კერი და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში თუკი აფხაზეთში გამართული არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებელთაგან დადებით შეფასებას მიიღებენ, აფხაზეთის სტატუსი დასავლეთის თვალში ამაღლდება და გაუმჯობესდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, კერიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აფხაზეთში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ორ უბანზე "ნანახით მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არჩევნები დემოკრატიული პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს".
მათივე ინფორმაციით, დამკვირვებელი საფრანგეთიდან, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი ბერნარ ოუები ასევე აღნიშნავს, რომ დარღვევები ჯერ ჯერობით მის მიერ დაფიქსირებული არ ყოფილა.
"გასაკვირიც კი იქნებოდა დარღვევები დილის 10:00 საათზევე რომ დაფიქსირებულიყო"_ აცხადებს ოუენი თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე კომისიის შევრთა მუშაობა საკმაოდ ორგანიზებულად გამოიყურება.