"რუსეთის მზადაა აფხაზეთისათვის ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხი განიხილოს", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე ჩასულმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრისას.
"უახლოეს დროში ბიუჯეტში არის რესურსები 10 მილიარდ რუბლზე მეტი. ჩვენ მზად ვართ, არა თუ რეალიზება მოვახდინოთ ყველა არსებული გეგმისა დაფინასების ფარგლებში, არამედ სხვა ფართომასშტაბიანი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა განვიხილოთ",_ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.