რუსეთის დუმისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოხუმში დღეს ჩავიდა.
"დიდ მინიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთში დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას", _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვასილი ლიხაჩოვი.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი აფხაზეთში, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო პროცესი საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
"უკვე დღეს ეჭვიც არ მეპარება, რომ ხმის მიცემის პროცედურა ორგანიზებულად და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში ჩაივლის",_ აცხადებს ლიხაჩოვი.