სეპარასტისტულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ამ დროისათვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ჯერ ჯერობით საარჩევნო უბნებთან მხოლოდ ხანდაზმული ასაკის ადამიანები ჭარბობენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, რომელოც აფხაზეთში ხმის მიცემის პროცედურას აკვირდება ამ დრისათვის სხვა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე დადიან.
დნესტრისპირეთის ასევე სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ იასტრებჩაკი რომელიც პირველ საარჩევნო უბანზე არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება აცხადებს, რომ მის მიერ ჯერ ჯერობით დარღვევა დაფიქსირებული არ არის.