წუხელ სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიაში ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა და პირდაპირი ეთერი ჩაშალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ადამიანთა ჯგუფი რომელიც ტელევიზიაში შეიჭრა ერთ-ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლები იყვნენ.
"შემოჭრილებმა მუქარით გათიშეს კამერა და პირდაპირი ეთერი ჩაშალეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ადგილზე აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ოპერატიული ჯგუფი მივიდა, რომელმა დამრბევთა ჯგუფი ტელევიზიიდან გამოაძევა", _ აცხადებენ ტელევიზიის თანამშრობლები.
აღსანიშმავია,რომ იმ დროს როდესაც ტელევიზიაში დამრბევთა ჯგუფი შეიჭრა პირდაპირ ეთერში 1992-1993 წლებში აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ოსია საუბრობდა.